ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების(ისტ) გამოყენება სასწავლო პროცესში
პროექტი
ხელმძღვანელი: ანა ჩხიკვაძე
თემის სახელწოდება: ეკოსისტემის დაცვა ხეების გაჩეხვისგან
პროექტის მთავარი იდეა: გვსურს სკოლის ფარგლებში გავაცნოთ მოსწავლეებს ხეების მნიშვნელობა ჩვენი ეკოსისტემისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. აგრეთვე, გავაცნოთ ხალხს ხეების გაჩეხვის საფრთხეები და შეძლებისდაგვარად მოხდეს მისი შემცირება.
პროექტის აქტულურობა:მთელ მსოფლიოში უამრავი ხე იჭრება ყოველდღურად, სხვადასხვა სახის მასალიან თუნდაც მშენებლობის გამო. აგრეთვე სოფლებში უმრავი ხე ნადგურდება ზამთარში გათბობის მიზნით. ხალხს არ აქვს ინფორმაცია თუ რამხელა ზიანი შეიძლება მადგეს თუნდაც ერთი ხის მოჭრით გარემოს, აგრეთვე არ აქვთ ინფრომაცია, რომელი ხის მოჭრა შეიძლება(მაგალითდად დაზიანებული ხეები) და რა დროს.( წვიმის სეზოებზე ხის მოჭრა არ შეიძლება, რადგან ბინებრივ საფარს ვაცლით მიწას).
პროექტის მიზანი: ჯანმთელი ხეების დაცვა. ინფორმაციის მიწოდება, როგორ უნდა ავარიდოთ თავი ხეების გაანდგურებას.
პროექტში მონაწილეთა ასაკი: პროექტი გათვლილია IX კლასის მოსწავლეებზე
პროექტის ხანგძლივობა: პროეტის ხანგძლივობაა ორი კვირა -2022 წლის 3 მაისიდან - 2022 წლის 14 მაისამდე
მოსალოდნელი პროდუქტები: დამზადდება ფლაერები, რომელსაც გაავრცელებენ მთელ სკოლაში. აგრეთვე ააწყობენ Power Point პრეზენტაციას.
რესურსები
რესურსები ინფორმაციის მოსაძებლად: ლეპტოპი ან პლანშეტი. ინტერნეტ რესურსები Wikipedia, Google, YouWtube პლატფორმები.
რესურსები ფოტო/ვიდეო მასალის მოსაძიებლად: ინტერნეტ რესურსი Google. აგრეთვე ახლო მდებარე ტერიტორიებზე შეუძლიათ თვითონვე გადაიღონ სურათები მობილურის, პლანშეტის, ციფრული კამერების დახმარებით.
პროექტის მსვლელობა:
პირვლ კვირაში 3-7 მაისამდე
1)ბავშვები მოიძიებენ ინფორმაცია ზოგადა რა სიხშირით ხდება ხეების გაჩეხვა, რა არის ამის გამომწვევი მიზეზები. აგრეთვე მოიძიებენ ინფორმაციას ხე-ტყის გაჩეხვა რა გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე. ინფორმაციას მოიძიებენ იმის შესახებ რომელი ხის მოჭრა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს მოჭრის შემდეგ ეტაპზე.
2) ფოტოების და ვიდეო მასალი მოძიება, ჩვენს გარშემო მყოფი ხეების შესახებ.
3) ბავშვები დაამზადებენ თემატურს ფლაერებს და გაავრცელებენ სკოლაში.
4) პრეზენტაციის მომზადება ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის.
აზრების გაცვლა, რესურსების შეჯამება და სხვა საერთო აქტივობების ჩატარება შესაძლებელია მოხდეს Zoom ,Microdoft Teams ის დახმარებით.
ლინკები: https://ka.wikipedia.org/wiki/გაუტყეურება
მეორე კვირაში 10-14 მაისი ბავშვები დაიწყებენ დაგეგმილი აქტივობების განხორციელებას
1.ფლაერების დამზადება---- ფლაერების დამზადებისთვის მოუწევთ Word document ის გამოყენება სადაც შესაძლებლობა ექნებათ ტექსტი აკრეფის, შიფტის ფორმის, ზომის, ფერის არჩევის. ფლაერის სხვადასხვა ფერის ფონით გაფორმებას შეძლებენ და აგრეთვე შეძლებენ სახალისო და თვალში საცემი ჩარჩოების აწყობას.
2. შეგროვებული ინფორმაციით და ფოტო/ვიდეო მასალით ააწყობენ პრეზენტაციას Power Pint ის მეშვეობეთ. Powe point მისცემს მათ საშუალება პრეზენტაცია ააწყობდა სხვებისთვის თვალსაჩინო გახადონ ის მიზნები რომელზეც მათ სურთ გასვლა. ხოლო იმისათვის რომ პრეზენტაცია ყველას ერთდროულად წარუდგინონ დასჭირდება პროექტორი.ბიოლ.IX.8.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში http://ncp.ge/ge/curriculum/biolix8/498